"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალ ბანერებს აკრავენ, თუმცა მათზე სხვადასხვა კანდიდატის ნაცვლად, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
სისხლიანი, სიძულვილის ბანერები თბილისში ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს გადააკრეს.